ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან.
„მხარეები შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში შეიკრიბებიან ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისა და პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების თარიღზე შეთანხმების მიზნით“, – აღნიშნულია ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
როგორც „ბიბისი“ წერს, შეხვედრის ორგანიზებისთვის სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ში ლიბანისა და ისრაელის ელჩებს, ასევე ლიბანში აშშ-ის ელჩს შორის.

