აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მისია Artemis II დედამიწაზე დაბრუნდა

მისის Artemis II-ის ასტრონავტები უკვე დედამიწაზე არიან. დასრულდა მოგზაურობა, რომელიც 1 აპრილს ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან დაიწყო და ისინი მთვარის გარშემო შემოატარა, გაიყვანა ყველაზე შორ წერტილში დედამიწიდან, სადაც ოდესმე ყოფილა ადამიანი. 10 აპრილს, კაფსულა ორიონი, რომელშიც ასტროვანტები ისხდნენ, წყნარ ოკეანეში, კალიფორნიის სანაპიროსთან ჩაეშვა.

დაშვებისას, მისიის ხელმძღვანელმა რიდ უაისმენმა მართვის ცენტრს გადასცა, რომ ოთხივე ასტრონავტი თავს კარგად გრძნობდა — კრისტინა კოხი, ვიქტორ გლოვერი და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი.

ისტორიული მისია პირველი იყო 1972 წლის მისია Apollo 18-ის შემდეგ, რომელმაც ადამიანები მთვარესთან მიიყვანა. ყველაზე შორ წერტილში, კაფსულა ორიონი დედამიწიდან 406 771 კილომეტრით იყო დაშორებული, რითაც მოიხსნა 1970 წელს მისია Apollo 13-ის ეკიპაჟის მიერ დამყარებული რეკორდი და ადამიანები დედამიწიდან ყველაზე შორს მოექცნენ, სადაც ოდესმე ყოფილან.

Artemis II-ის მთავარი მიზანი მთვარის სამომავლო მისიების ტესტირება იყო, მაგრამ ჰქონდა რამდენიმე სამეცნიერო მიზანიც. ასტრონავტებმა გადაიღეს მთვარის და დედამიწის მრავალი ფოტო, რომელთა სამეცნიერო ღირებულებაც უდიდესია.

იტვირთბა....