“თუკი სანერვიულო არაფერი არ მქონია, აი სწორედ ახლა არ მაქვს. ღირსებაა და ალბათ ბედისწერაცაა, რომ იყო ერთ ერთი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს რეჟიმს, სისტემას, რომელიც ემსახურება გავრილოვს და ოპუპანტ პირებს. ვიმეორებ, პატივია და ყველა ნორმალური ადამიანი ამ დროს კი არ ღელავს, არამედ სიამაყით ევსება გული და ამას ვგრძნობ ახლა. მე სანერვიულო არაფერი არ მაქვს.”
ნიკა მელია – ენმ-ის თავმჯდომარე
ამის შესახებ ნიკა მელიამ ბრიფინზე განაცხადა, სადაც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის ტვ “პირველთან” მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.
ცნობისთვის, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა TV “პირველს” ექსკლუიურად ინტერვიუ მისცა, სადაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებსა და მასთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოხმაურებაზე საუბრობს. გავრილოვი ინტერვიუში აცხადებს, რომ . ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია, მოახდინოს საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია.