რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა TV “პირველს” ექსკლუიურად ინტერვიუ მისცა, სადაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებსა და მასთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოხმაურებაზე საუბრობს.
გავრილოვი ინტერვიუში აცხადებს, რომ . ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია, მოახდინოს საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია.
რუსი დეპუტატი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებებსაც პასუხობს და აცხადებს, რომ “სიცრუის ხარჯზე ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი.”
“ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებელობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში მის შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცურე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობელბის თვალში“, – განაცხადა გავრილოვმა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა პირდაპირი ურთიერთობა უნდა დაამყაროს რუსეთის, სომხეთისა და თურქეთის პარლამენტთან და არა მხოლოდ ამერიკასთან.
„ამ შემთხვევაში იქნება ნორმალური მრავალვექტორული, მრავალპოლარული პოზიცია სუვერენული საქათველოსი. მე მზად ვარ შევხვდე ყველას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს განვითარებით და იკავებენ პროქართულ პოზიციას. მე მინდა საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუ ისინი ფიქრობენ საკუთარ ხალხზე, იმოქმედონ პრაგმატულად, რათა შეწყვიტონ რუსოფობიული ისტერია და რუსეთთან იქონიონ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა“, – განაცხადა გავრილოვმა.