ახალი ამბები საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

“ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.

ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, პრემიერმა ღარიბაშვილმა ინიციატივით მიმართა პარლამენტს, რომ დაიწყონ მსჯელობა პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით. ინიციატივის მიხედვით, პატრიარქმა სურვილი გამოთქვა მასაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლებამოსილება.

იტვირთბა....