ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა გვარამია 18 წლის გოგოს ემოციურ წერილს ასაჯაროვებს – რას ჰყვება გოგო წერილში

“მთავარი არხის” გენრალური დირექტორი, ნიკა გვარამია  სოციალურ ქსელში 18 წლის ქუთაისელი გოგოს წერილს ასაჯაროვებს.

როგორც გვარამია თავისივე პოსტის დასაწყისში დასძენს, აღნიშნული წერილი მისი ნომრის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო, რომელსაც საზოგადოებას უცვლელად სთვაზობს.

“ისტორია რუბრიკიდან “ჩემი გამოქვეყნებული ნომერი”

მიყვება 18 წლის გოგო ქუთაისიდან (ტექსტი გადმოტანილია უცვლელად):  – ძალიან , ძალიან ცუდადვარ ასე არასდროს ვყოფილვარ, სინანულის , სიყვარულისა და შეცოდების მომენტი ერთდროულად მაქვს .. დღეს ქუთაისში ვიყავი, საყიდლებზე , როდესაც ვბრუნდებოდი სახლში ერთ-ერთ ქუჩაზე შემხვდა ბებო,რომელიც სალფეთქს ყიდდაა , მახსოვს ტელეფონზე ვსაუბრობდი , როდესაც შემომეფეთა და მთხოვდა იყიდეო. არც მივაქციე ყურადღება ისე ცივად გავუარე, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვბრუნდი და ვკითხე რა ღირს ბებო მეთქი და 1 ლარიო, იმ მომენტში 20 ლარიანი მედო ჯიბეში და კიდევ 2 ლარი:( ამოვიღე 2 ლარიანი და მივეცი მას , ვთხოვე , არაფერი მომცე ეს დაიტოვე მეთქი , მაგრამ თურმე ისყველახე კეთილი და საყვარელი ბებო ყოფილა … ხელების კანკალითა და მუდარით მეხვეწებოდა ბებო გეხვეწები 2 გეკუთვნის არ დამღუპო აიღეო , თითქოს სინდისი დატანჯავდა , რომ ჩემი კუთვნილი არ მოეცა , წამოვედი , გამომეკიდა და გულზე თავისი დამჭჯნარი ხელებით მაწეპებდა ამ 2 სალფეთქს და ცრემლი წამოუვიდა , არა გთხოვ ბებო მხოლოდ 1 ს ავიღებთქო და გამოვიქეცი,იმიტომ,რომ ვიცოდი გამომსდევდა .//: სინდისი მაწუხწბს

რას გადამიწყვეტდა ის 20 ლარიანი , რატომ 2 და არა 20 ?ან ის 1 ცალი სალფეთქიც როგორ წამოვიღე :(( იცი? ყოველ დღე ვხედავ გაჭირვებულებს,უკვე ყველა ერთნაირია , მაგრამ ის სხვა იყო , ყველაზე კეთილი ბებო იყო.. ხო მე 18 წლის ვარ , მინდა ვიპოვოთ ბებო და დავეხმქროთ ძალიან მცირედით მაინც … მეც მყავს ბებო და ზუსტად იგივე იყო ,ყველაზე ფაფუკი და თბილი”, – წერია ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ისტორია რუბრიკიდან “ჩემი გამოქვეყნებული ნომერი”

მიყვება 18 წლის გოგო ქუთაისიდან (ტექსტი გადმოტანილია უცვლელად):

….

Posted by Nika Gvaramia on პარასკევი, 12 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....