გამომცემლობა “კორესპოდენტის” ინფორმაციით, ოდესაში მეზღვაურების პროტესტია, რომლებიც ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობა, ასევე, მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო.
“მეზღვაურები უკმაყოფილონი არიან სახელმწიფოს უშედეგო ბრძოლით კორუფციის წინააღმდეგ და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მათთან მიხეილ სააკაშვილიც მივიდა.” – ნათქვამია ტელეგრამ არხის განცხადებაში.
მეზღვაურებმა პროტესტი ადრეც მოაწყვეს, თუმცა ისიც უშედეგოდ დასრულდა. მათი თქმით, ონლაინ სერტიფიცირების წარმატებით გასვლის შემდეგ, დიპლომის მისაღებად მაინც ქრთამის მიცემაა საჭირო.

