ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კობახიძე არის “ოცნების” გუნდის ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი” – გახარია

“ირაკლი კობახიძე არის “ქართული ოცნების” გუნდის ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი და ამით ეს სპეკულაციები და ჭორები უნდა დასრულდეს. ჩვენ ვაკეთებთ ერთ საქმეს. როდესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას ჭორებისთვის საფუძველი არ აქვს გარდა იმისა, გახარია დაესწრო თუ არა პოლიტსაბჭოს, მე პოლიტსაბჭოს ხან დავესწრები, ხან – ვერა, მხოლოდ და მხოლოდ გრაფიკიდან გამომდინარე. ხანდახან პოლიტსაბჭო იკრიბება საკმაოდ სწრაფად, ჩემი დღის დაგეგმვა ხდება საკმაოდ ადრე. ბევრი საქმეა ქვეყანაში.”

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირების არსებობასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....