ახალი ამბები მთავარი სამართალი

„კაცმა ბავშვი გააუპატიურა და სანამ ბავშვმა თავი არ მოიკლა, არც დააპატიმრეს“ – მსახიობი 14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება

“სამედიცინო პერსონალის უპასუხსიმგებლობის გამო 16 წლის გოგო გარდაიცვალა და “უზენაესმა” ექიმმა გამოაცხადა, მერე რა, საფრანგეთშიც ხდება ეგეთებიო,” – ასე ეხმაურება მსახიობი, ზურა პირველი, ქობულეთში 14 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს.

როგორც მსახიობი სოციალური ქსელით გავრცელებულ პოსტში ამბობს, ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება ჰგონია, რომ ნამდვილი ამბავი არ არის.

„მართლა ხშირად მგონია ხოლმე, რომ რაც დღეს საქართველოში ხდება, ნამდვილი ამბავი არ არის.

კაცმა ბავშვი გააუპატიურა და სანამ ბავშვმა თავი არ მოიკლა, არც დააპატიმრეს;

* სახელმწიფო საზღვარი ჩაკეტილია და მაღალჩინოსნების ოჯახები აქეთ-იქით დაფრინავენ;

სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, აიცრება ერი, თუ არა;

* სკოლამ და პოლიციამ 15 წლის ბიჭი თვითმკვლელობამდე მიიყვანა: სკოლამ 500 ლარი გადაიხადა ჯარიმა, ერთ პოლიციელს 3 წელი მიუსაჯეს, დანარჩენი პოლიციელები ძველ პოსტებზე დარჩნენ;

* გოგომ თავი მოიკლა და მისი დღიურები პრესაში გამოქვეყნდა;

სამედიცინო პერსონალის უპასუხსიმგებლობის გამო 16 წლის გოგო გარდაიცვალა და “უზენაესმა” ექიმმა გამოაცხადა, მერე რა, საფრანგეთშიც ხდება ეგეთებიო.

და რაც ყველაზე დაუჯერებელია:

სასულიერო და საერო მაღალ, საშუალო და დაბალჩინოსნების უპასუხისმგებლო, უზნეო და ამორალურ საქციელებზე, ხალხის რეაქცია ბევრად უფრო უზნეო და ამორალურია!“ – წერს ზურაბ პირველი.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების თქმით, გოგონა 2 თვის წინ გააუპატიურეს.

იტვირთბა....