ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) “ბავშვი ატირებული ამოვიდა, ბაბუა, იძალადა ჩემზეო”- გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა ახალ დეტალებს ჰყვება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გოგონა საკუთარი სახლის ეზოში ბაბუამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. ირკვევა, რომ რამდენიმე თვის წინ მოზარდი 23 წლის ბიჭმა სავარაუდოდ, გააუპატიურა. ახალგაზრდა მამაკაცი კი პოლიციამ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავა.

“ბავშვი ჩამოკიდებული დამხვდა. არ თქვა ბავშვმა არაფერი არ თქვა, დამალა. ალბათ დაემუქრა, რომ არ თქვა, მოგკლავო. 6 თვის მერე მოაკითხა კიდევ და მეორეჯერ იძალადა. მერე გაიხსნა საქმე.

ბავშვი ატირებული ამოვიდა, ბაბუა, ასე, ასე მიქნაო, იძალადა ჩემზეო.”- აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  14 წლის გოგო, რომელიც ორი თვის უკან გააუპატიურეს, ქობულეთში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ გოგონასთან ჰქონდა სექსუალური კავშირი 23 წლის ნ.ტ.-ს, რომელიც პოლიციამ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს”  არაოფიციალურად დაუდასტურეს რომ საქმე ერთი და იგივე გოგოს ეხება, თუმცა გაუპატიურების ბრალდებას არ ადასტურებენ.

იტვირთბა....