“დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სექსუალურ მოძალადეებს არ აკევებენ! ესაა ამ სახელმწიფოს პოლიტიკა! სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენამდე კაცის უდანაშაულობის სჯერა სისტემას მხოლოდ სქესობრივი დანაშაულის დროს. წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება ხოლმე პედოფილების და გამაუპატიურებლების საქმეების გამოძიება.
ბაია პატარაია – ქალთა უფლებადამცველი
ამის შესახებ ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პოლიციამ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავა, გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ოჯახმა მისი სექსუალური კავშირის შესახებ შეიტყო, უსაყვედურეს და პოლიციაში წაიყვანეს.