ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მოძალადე დაშლიგინებს გარეთ და ბედნიერად” – რა მიმართვას ავრცელებს ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია აცხადებს, რომ საქართველოში სექსუალურ მოძალაეებს არ აკავებენ. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

“დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სექსუალურ მოძალადეებს არ აკევებენ! ესაა ამ სახელმწიფოს პოლიტიკა! სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენამდე კაცის უდანაშაულობის სჯერა სისტემას მხოლოდ სქესობრივი დანაშაულის დროს. წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება ხოლმე პედოფილების და გამაუპატიურებლების საქმეების გამოძიება. მოძალადე დაშლიგინებს გარეთ და ბედნიერად, საცხოვრებელს იცვლის და იმალება – მსხვერპლი, ხშირად ბავშვი. ერთი რომ ჩაარტყას კაცმა ქალს, აღმკვეთს ითხოვს პროკურატურა, მაგრამ თუ გააუპატიურა – არავინ არაფერს არ ითხოვს!

უამრავი საქმე გვაქვს „საფარში“ სქესობრივ დანაშაულზე; ძალიან გვიჭირს, რომ ბრალის წაყენების ეტაპამდე მივიდეთ, ზოგჯერ პროკურორი იმაზეც კი გვეუბნება უარს, რომ სქესობრივი დანაშაულის მიმართულებით გამოიძიოს საქმე. სასამართლომდე მიღწევაც კი გვიჭირს. ჩვენ ყველა ასეთ მსხვერპლს ვთავაზობთ ფსიქოლოგიურ დახმარებას, რადგან სჭირდებათ. გული მტკივა, რომ ქობულეთის საქმე ჩვენამდე ვერ მოვიდა და ვერაფრით დავეხმარეთ ბავშვს“, – წერს პატარაია.

ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც პოლიციამ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავა, გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არასწრულწლოვანი გოგონა ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ქაქუთის მკვიდრია და ის გვიან ღამით გარდაცვლილი ნახეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

 

იტვირთბა....