„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პარტიიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ ახლა დროის ძირითადად ნაწილს მეგობრებთან ერთად დაფუძნებულ იურიდიულ კომპანიას უთმობს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა.
„მე პარტიაში ვრჩები. იურიდიული ფირმა დავაფუძნე და ჩემს დროს ვუთმობ ამ იურდიულ ფირმას და შესაბამისად ნაკლები დრო მრჩება პოლიტიკური თემებისთვის. პოლიტიკა ყველასთვის საინტერესოა და ყველას გვეხება, მისგან დისტანცირება შეუძლებელია. არ მაქვს ინფორმაცია სტრუქტურული განახლების თაობაზე, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენმებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.