“3 000 ადამიანი დაიღუპაო რომ ამბობს, (ამირან გამყრელიძე), რატომ გვეჩხუბება ჩვენ? 19 წლის სტუდენტი რომ დაიღუპა კოვიდ სასტუმროში რომ დაიღუპა იმიტომ რომ სასტუმროში არ და ვერ გადაიყვანეს; 52 წლის მასწავლებელი ასევე კოვიდ სასტუმროში; ათეულობით ადამიანი, რომელიც სახლში იყო და ჯანდაცვის სისტემამ ვერ დააკვალიანა, რომ რამე სახის დახმარება მიეღო, ეს ვისი პასუხისმგებლობაა. ჩვენ რატომ გვეჩხუბება ბატონი ამირანი? დაჯდეს საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე და გახარიას ეჩხუბოს, ტიკარაძეს ეჩხუბოს. თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ ადამიანებმა და არ შეიძლება დემაგოგიური განცხადებები, რომ საფრანგეთში ასეა და იტალიაში ასეა. ჩვენ ჩვენი რეალობა გვაქვს.”
სერგო ჩიხლაძე – “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.
ცნობისათვის, გადაცემაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კომენდანტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეხედონ საფრანგეთს, სადაც კომენდანტი 18:00 საათზე იწყება. მანვე შენიშვნა ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც თქვა, თითქოს მხოლოდ 5%-ის ვაქცინაცია მოხდება.