ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის

ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ეს  ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა. ქვეყნის პირველი პირის ბრძანებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
“საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 დეკემბრის #378 ბრძანებულებით “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”, საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

 

 

იტვირთბა....