მთავარი ციტატა

“ნიკა მელიას პატიმრობა ყველაზე მეტად ნიკა მელიას გამოადგება”- არჩილ გამზარდია

“გაგიკვირდებათ და ნიკა მელიას პატიმრობა ყველაზე მეტად ნიკა მელიას გამოადგება პოლიტიკური პრომოუშენის თვალსაზრისით. ჩვენი პროკურატურა კვლავ არაადეკვატურია.”

არჩილ გამზარდია – ანალიტიკოსი

აღნიშნულით არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში მთავარ პროკურატურაში ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაბარებას ეხმიანება.

ცნობისთვის, პროკურატურაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით  დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, თუ მელია დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ  საგამოძიებო უწყებას უკვე უპასუხა და განაცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის და ვერც დაიჭერენ.

იტვირთბა....