ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ გადავიხდი და  ვერ დამიჭერთ”- ნიკა მელია პროკურატურას პასუხობს

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დაკისრებულ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას პასუობს.

როგორც ნიკა მელიამ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, ის გირაოს გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ ვერც დაიჭერენ.

“არ გადავიხდი და  ვერ დამიჭერთ. მსურს ვთქვა მთავარი სათქმელი. ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა სასამართლო მურისიძეს საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს, და ეს ყველა ფიგურა თავის მხრივ ივანიშვილის ჯიბეშია, მე მორალუირ უფლება არ მაქვს მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში.

მე ვიცი, რომ ამ ბრძოლაში ვარ მართალი მომავალი თაობების წინაშე და რაც მთავარია, მართალი ვარ მორალურად,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, პროკურატურაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით  დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, თუ მელია დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

იტვირთბა....