საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც აქტივისტები ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ, ხმაური იყო.
აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, როცა პოლიციამ დაუმორჩილებლობის გამო ერთ-ერთი აქტივისტის დაკავება სცადა.
“წავიდნენ და ვოლსკის ეჭიდავონ, ეს ფარჩაკები,”- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
“სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია საგარეო უწყებასთან უკვე ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციაზე იმყოვებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.
აქციის მონაწილეები უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ და გახელაძის საქმის მიმართ უყურადღებობაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).
ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური და საგარეო საქმეთა სამინისტრო.