მთავარი ციტატა

“ხელისუფლება არა მარტო დუმდა, ოჯახსაც ეუბნებოდა, არ იხმაუროთო”- ელენე ხოშტარია ზაზა გახელაძეზე საუბრისას

“ხელისუფლება არამც თუ დუმდა, არამედ ოჯახს ეუბნებოდა, არ იხმაუროთ და უკან გამოვაო. ხელსუფლება, რომელიც დუმს და აჩუმებს ოჯახს, ზრდის მისი დაკავების შანს.”

ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” წევრი

ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ “დღის ამბებში” განაცხადა.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, ხოლო მოძრაობა “სირცხვილია” გახელაძის საქმის მიმართ უყურადღებობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.

 

 

იტვირთბა....