ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა სამაინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები  საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას უუნარობაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება აქტივისტებს შეშის გამო იჭერს, როცა რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს უკანონოდ აკავებენ და მმართველი გუნდი არაფერს აკეთებს.

“ამათ უუნარობაზე კორექტულად ვერ ვისაუბრებ. ივანიშვილი წავიდა და ძალიან კარგადაა. თავი აღარ ასტკივდება არაფრის გამო როცა სხვებს გული სტკივა და სიცოცხლე ეწირება სხვა და სოკოს კრეფის გამო უკანონოდ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ,”- განაცხადა აქციის მონაწილემ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

იტვირთბა....