ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა სოიალურ ქსელში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება.
დავით ქაცარაცა დამდგარ განაჩენთან დაკავშირებით ხელისუფლებას აკრიტიკებს.
“ზაზა გახელაძეს ოკუპანტებმა 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. “მაგრად” იმუშავა ხელისუფლებამ. ეხლა როგორ დაამშვიდებთ და დააწყნარებთ ოჯახს? კიდევ ეტყვით, ჩუმად იყავით, რუსები არ გავაღიზიანოთო?,”- წერს დავით ქაცარავა.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.