“ასეა თუ ისე, ახლა ნავალნი გამოიყურება როგორც მოწამე რელიგიური გაგებით. მარტვილოლოგიაა.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ გიგი უუგლავამ სოციალურ ქსელში დაწერა.
შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი გერმანიიდან ბრუნდებოდა, სადაც ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს. სასამართლომ, რომლის პროცესიც პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხოლო, 2 თებერვალს, სასამართლოს გადაწყვეტილებით რუს ოპოზიციონერს 3.5 წლით პატიმრობა მიესაჯა.