რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს პოლიციამ გაიყვანა. რუსული “დოჟდის” ცნობით, ის დაკავებულია.
ნავალნის ადვოკატს, რომელსაც პოლიტიკოსის დოკუმენტაცია ეკავა, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებები, მასთან ერთად წასვლის უფლება არ მისცეს.
დაკავებისას ალექსეი ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელთან ერთადაც ის გერმანიიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.