“ნავალნიზე მე მაღალი წარმოდგენის არ ვარ. ნავალნი არის გამოძერწილი ფიგურა. ახლა თუ ვილაპარაკებთ ქვეყანაში შესვლაზე, ძაან დიდი ბოდიში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი შევიდა უკრაინაში ფეხით, საერთოდ სხვა ქვეყანაში, თავის ქვეყანაში კი არა. ნავალნი ახლა ყველა ევროპული ქვეყნის ელჩმა და ამერიკის ელჩმა რომ ჩასვა თვითმფრინავში, საგზალი ჩაუდო, კარგად დააპურა და ჩააცილა ლამის მოსკოვამდე, მე არ ვარ მასზე დიდი წარმოდგენის, მართალი გითხრათ.
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია
არნიშნულიტ ნიკა გვარამია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება.
შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი გერმანიიდან ბრუნდებოდა, სადაც ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს. სასამართლომ, რომლის პროცესიც პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხოლო, 2 თებერვალს, სასამართლოს გადაწყვეტილებით რუს ოპოზიციონერს 3.5 წლით პატიმრობა მიესაჯა.