მთავარი ციტატა

“კაცი რომ ვიყო, ვცემდი იმის გამო, რაც თქვა”- ბურჯანაძე გია ვოლსკიზე

“გია ვოლსკი არის საცემი იმისთვის, რაც თქვა. არავის მოვუწოდებ მისი ცემისკენ, არავითარ შემთხვევაში, თუნდაც იმიტომ, რომ ასაკოვანი ადამიანია, მაგრამ მისი ტოლი და კაცი რომ ვიყო, ვცემდი, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ არავის მოგიწოდებთ. ანუ რა თქვა დღეს ვოლსკიმ, რომ ივერი მელაშვილი, გულით ავადმყოფი კაცი, 4 თვე რომ ციხეში იჯდა, სპეციალურად მიიყვანეს მაღაზიაში, რომ მას შეურაცხყოფა მიეღო ვიღაცისგან? კარგით რა.”

ნინო ბურჯანაძე  – პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერი

ამის შესახებ ბურჯანაძემ ფორმულას გადაცემა კომენტარში განაცხადა.

აღნიშნულით ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “მელაშვილი უნდა ატარონ საჯაროდ, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს”

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს მაღაზია “ალტა ოქეში” თავს დაესხნენერთერთმა მოქალაქემ, ბაქარ ადამიამ მას “მოღალატე” უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა.

 

იტვირთბა....