ახალგაზრდა, რომელმაც “ალტა ოქეის” მაღაზიაში ივერ მელაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა და თავს დაესხა, ბაქარ ადამიაა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი, რომელიც ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ადამია ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირია.
“ალტა ოქეიში” კი დებოშს პასუხი არავინ გასცა და გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ვითარების განმუხტვა არც იქვე მყოფ მენეჯერს და არც დაცვა უცდია.
წყარო: “მთავარი არხი”