aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აბსოლუტურად გაუგებარია „ქართული ოცნების“ ქცევის მოტივები”- რომან გოცირიძე ოპოზიციის მანდატების შეწყვეტის თემაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეწყდებად, გაუგებასრს უწოდებს.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სავარაუდოა, რომ “ქართული ოცნება” დათმობაზე მიდის, რადგან ხვდება, ერთპარტიული პარლამენტი რა ზიანს მიაყენებს მის მმართველობას.

“აბსოლუტურად გაუგებარია „ქართული ოცნების“ ქცევის მოტივები. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება დაწერეს, არასდროს შეიცვლიან პოზიციას, თუკი არ შედგა შეთანხმება, რომელიც ელჩების შუამავლობით განხილვის საგანია

ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ეს ყველასთვის ნათელია, მაშინ რატომ აჯანჯლებენ საქმეს? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აპირებენ დათმობაზე წამოსვლას? და თუკი აპირებენ, რატომ აქამდე არ აკეთებდნენ ამას. როდესაც ამბობენ, რომ ოპოზიციას მთელი პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირიდან მოუწოდებს პარლამენტში შესვლას, ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ ერთპარტიული პარლამენტი ქვეყანას რთულ ვითარებაში ჩააგდებს. ამიტომ, ზეწოლა არის ხელისუფლებაზე როგორც ღია, ასევე დიპლომატიური არხებით, რომ ნუ დაემსგავსებიან ავტორიტარული რეჟიმების ერთმმართველობას,”- აცხადებს რომან გოცირიძე.

ფოცირიძის თქმით, როდესაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ხვდებიან, რომ საერთაშორისო რეაქცია მწვავე იქნება, ამიტომ ურჩევნიათ მოლოდინის რეჟიმში იყვნენ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს. მმართველმა გუნდმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა და ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა, სადაც 51 ოპოზიციონერისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე კენჭი უნდა ეყარათ, თუმცა საკითხი უკან გამოიტანეს.

ამასთან, პირველ თებერვალს მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა “დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს”, ხოლო, უმრავლესობას მოუწოდა, “არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად”.

იტვირთბა....