უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ შეუწყვეტს. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე. “ქართული ოცნების” ეს პრაგმატული გადაწყვეტილება, დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.