მთავარი ციტატა

“დღევანდელი გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური”- გოგიჩაიშვილი ოპოზიციის მანდატების შეწყვეტის თემაზე

“ეს გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ როცა ადამიანს აღარ უნდათ იქ ყოფნა, შენ ეს ამბავი უნდა დაუკმაყოფილო. ეს არის კანონდარღვეა, როდესაც შეტანილი გაქვს ინიციატივა და თვეები არ ხდება გადაწყვეტილების მიღება.”

 

ლევან გოგიჩაიშვილი -“ერთიანი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი” ლიდერი

ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს. მმართველმა გუნდმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა და ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა, სადაც 51 ოპოზიციონერისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე კენჭი უნდა ეყარათ, თუმცა საკითხი უკან გამოიტანეს.

იტვირთბა....