მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.
აქცია სახელწოდებაა – #სოცაფეთქება და მისი ორგანიზატორები შეზღუდვებისგან დაზარალებული კომპანიები და სამოქალაქო აქტივისტები არიან.
“გაიხსნას დახურული სახელმწიფო” – ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები მთავრობას მიმართავებ და ქვეყნის გახსნისკენ მოუწოდებენ.
აქციის წევრები მოითხოვენ, შემსუბუქდეს შეზღუდვები და რეგულაციების დაცვით გაიხსნას ქვეყანა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ:
- მოიხსნას ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
- სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში და გაიხსნას საბავშვო ბაღები, შესაბამისი რგულაციების დაცვით;
- განახლდეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა;
- გაიხსნას რესტორნები და კაფეები შესაბამისი რეგულაციების დაცვით ღია და დახურულ სივრცეებში;
- ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მიეცეთ მუშაობის უფლება;
- გაიხსნას სახელოვნებო სივრცეები, შესაბამისი რეგულაციებით და შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომები მათ ასამუშავებლად;
- გაუქმდეს კომენდანტის საათი
ცნობისთვის, ქვეყანაში დაწსებული შეზღუდვების მოთხოვნით საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს.