ISIS-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც რუსეთის ჯაშუშს სიკვდილით სჯიან. “მეტრონომი” შეგნებულად არ დებს ამ ვიდეოს ძალადობის ამსახველი კადრების შემცველი მასალიდან გამომდინარე.
ვიდეოში რუსულ ენაზე ისმის მუქარა რუსეთისადმი. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი ბავშვების მოკვლით იმუქრება.
23 წლის მამაკაცი, რომელსაც 8-წუთიანი ვიდეოს ბოლოს სიკვილით სჯიან, საუბრობს, რომ ჩეჩენია. ვიდეოში ის აღიარებს, რომ სირიაში ერაყიდან ჩავიდა და რუსეთის დაზვერვაზე მუშაობს.