ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შეთანხმება შედგა – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა, შედეგად კი ის ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის.

როგორც ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, საარჩევნო რეფორმის საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია.

ელისაშვილის თქმით, ისინი შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში.

“.ეს დოკუმენტი ეხება საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებას და შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა საშუალება, ეთერებში დეტალურად ვისაუბროთ, რა პუნქტებზეა ლაპარაკი. ელექტრონული არჩევნების წესი, ნებისმიერი „კარუსელის“ პრევენციისთვის“ ხმის მიცემა იქნება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც ნიშნავს, რომ რვა საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ, სადაც მმარტველ გუნდთან მორიგ მოლაპარაკებებს გამართეს.

 

იტვირთბა....