ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ კარტოგრაფების გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია”- ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციაურ ქსელში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმიანება და წერს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგია.

ელისაშვილის თქმით, დღევანდელ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გაგრძელებისა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯია.

“ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა როდესაც სახელმწიფო ტყუილ უბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია რომ ქართული ოცნება გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!”, – წერს ელისაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ელისაშვილის თქმით, ვისაც ადარდებს გიორგი რურუას გათავისუფლებაც, უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას,

ცნობისთვის, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

იტვირთბა....