ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ცრუპენტელებო, ჯერ ერთი ტრანსპორტი დადებითობის მაჩვენებელთან არაფერ შუაშია” – ჯანგირაშვილი მმართველ გუნდს მიმართავს

ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს ეხმიანება და მთავრობის გადაწყვეტილებებს უტიფრობას უწოდებს.

როგორც ჯანგირაშვილი წერს, მთავრობის წარმომადგენლებს შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით  საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

“თვით მამუკა მდინარაძე ჩართულა კოვიდის მართვაში. და რა თქმა უნდა, გაუგონარი უტიფრობით. შეზღუდვებს მოვხსნითო, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 % იქნებაო, მათ შორის ტრანსპორტს გავხსნითო. ცრუპენტელებო, ჯერ ერთი ტრანსპორტი დადებითობის მაჩვენებელთან არაფერ შუაშია. ტრანსპორტის გაჩერება პიკზეც არ შეიძლება და მორჩა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა 5 % როცა იქნება გავხსნითო ტრანსპორტს. უკვე კარგა ხანია ეს მაჩვენებელი 4-5%ის ფარგლებშია და მაინც არ ხსნით, ანუ თქვენივე ნათქვამი გადათქვით. თქვენი ერთი სიტყვის დაჯერება მაინც შეიძლება?”- წერს ნინო ჯანგირაშვილი.

ცნობისთვის,  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე  შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.

ხოლო, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მსჯელობა მაშინ დაიწყება,როცა ჩატარებული ტესტირებებიდან ინფიცირების მაჩვენებელი 4 პროცემტზე ჩამოვა.

იტვირთბა....