მთავარი ციტატა

“არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას იმსახურებს”- რატომ იხსენებს გოცირიძე აბრაამ ლინკოლის სიტყვებს

“დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული ის ახალგაზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს უმწვავე პროტესტს საზოგადოებისაგან. აბრაამ ლინკოლს აქვს ასეთი გამონათქვამი: ”არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას იმსახურებს”. თუ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება გვინდა, ეს მაქსიმალურ უნდა იყოს თითოეული პოლიტიკოსის სამოქმედო პრინციპი, თუ პრეტენზია აქვს უხელმძღვანელოს ქვეყნის პროგრესის გზაზე დაყენების პროცესს.”

რომან გოცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე 

ამის შესახებ რომან გოცირიძემ “ინტერპრესნიუსთან” ბათუმში მომხდარი ინციდენტის დროს ერთი აქტივისტის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ოპოზიცის ნაწილი ბათუმში აქტივისტის დაკავებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ის ორმაგი სტანდარტების მსხვერპლია. 

შეგახსენებთ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ, აქტივისტები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ დააკავა ირაკლი ფანგანი და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

იტვირთბა....