“ლუჩანო პავაროტის, რომელსაც მთელი იტალია აღმერთებდა, ერთი პერიოდი მეზობლები არ ესალმებოდნენ, რადგან ეჭვმიტანილი იყო გადასახადების დამალვაში. ასე მუშაობს მორალური კანონი, რომელიც ფორმალურ კანონებზე არანაკლებ ეფექტურია საზოგადოების სიჯანსაღისთვის.”
გია ხუხაშვილი – ანალირიკოსი
აღნიშნულით გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმში საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ ეხმიანება, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ურნიდან ნაგავი დააყარეს.