ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ უნდა მოვატყუოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ორ თვეში ქვეყანა გაიხსნება”- გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ თითქოს ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ორ თვეში მოიხსნება, ეს არის ტყუილი, რადგან 2023 წლამდე კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება მოგვიწევს.

როგორც ფხაკაძემ ტვ “პირველთან” განაცხადა, ერთადერთი გამოსავალი მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადის მოხმარებაა და აუცილებელია მათი მოხმარება სავალდებულო იყოს.

“ერთადერთი რაც არის სწორი ნაბიჯი, ეს არის ღია, გამჭვირვალე საუბარი მოქალაქეებთან, არ უნდა მოვატყუოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ერთ თვეში ყველაფერი კარგად იქნება, ორ თვეში გაიხსნება ქვეყანა, არ გაიხსნება, რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს. ჩვენ ვიცით, რომ 2023 წლამდე ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან ცხოვრება. ერთადერთი გამოსავალი არის ვნახოთ, შევხედოთ სიმართლეს თვალებში.

სამედიცინო პირბადეები უნდა იყოს სავალდებულო. ყველა სხვა პირბადეები უნდა იყოს აკრძალული. უნდა იყიდებოდეს მხოლოდ სამედიცინო პირბადე. ეს არის ის, რაც პირველი უნდა გაკეთდეს. მეორე აუცილებელია ორმეტრიანი დისტანცია, სადაც არ უნდა ვიყოთ. მესამე ჰიგიენა. თუ ეს სამი პირობა არის, მაშინ შეიძლება საუბარი, რომ გაიხსნას.

სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული ამ ვირუსისგან საშიშროება მუდმივად არის. ქვეყანა უნდა იყოს გახსნილი მკაცრი რეგულაციების დაცვით.”- აცხადებს გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის” ეთერში.

ცნობისთვის,  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე  შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი ტებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

იტვირთბა....