“ვინც დღეს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დამყრელ ირაკლი ფანგანის დაპატიმრებას ამართლებთ, XVI საუკუნეში რომ გეცხოვრათ, აუცილებლად მოითხოვდით იმ საჩინო ბარათაშვილის დასჯას, რომელმაც კლდიდან გადააგდო მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი.მაგრამ თქვენგან განსხვავებით, თანამედროვეებმაც და შთამომავლობამაც საჩინო ბარათაშვილი გმირად შერაცხა, მის მიერ კლდიდან გადაგდებული ყორღანაშვილი კი დღემდე ღალატის სიმბოლოა!”
ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
აღნიშნულით ნიკა მელია ბათუმში საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ დააკავა ირაკლი ფანგანი და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

