ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მინისტრი: “2017 წელს ჩვენ ეკონომიკის 6%-იანი ზრდა გვექნება”

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, 2017 წელს ჩვენ ეკონომიკის 6%-იანი ზრდა გვექნება” – ასეთი განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრმა მიმდინარე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ზრდა მიმდინარე წელს არის 3%-იანი, რაც კარგი მაჩვენებელია.
ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ასევე 3%-იანი ზრდა არის ჩადებული ბიუჯეტში და საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ პროგნოზებშიც ანალოგიური მაჩვენებელია დაფიქსირებული.
“თუ ეს ტემპი გაგრძელდა, რაც ჩვენ გვაქვს, შესაძლოა, აცდეს 3%-იან ზრდას”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იტვირთბა....