ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება უზრუნველყოს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ის უწყება ავრცელებს, რომელიც პასუხისმგებელია საგარეო ურთიერთობებზე, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან.
“21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორისი დავის შესახებ, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს ეხება. ევროკავშირის ამას აკეთებს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით და გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც ადგილზე იმყოფება.
ევროკავშირის ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
გადაწყვეტილება მკაფიოდ ადგენს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე და დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი მუხლები.
სამართლის აღსრულება და ანგარიშვალდებულება კონფლიქტის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია და ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.
ევროკავშირი სრულად ერთგულია კონფლიქტის გადაჭრის, რაც ასევე მოითხოვს ძალისხმევას, რათა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობას პასუხი გაეცეს,”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 21 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც სასამართლომ სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.