საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით 16 ადამიანი გარდაიცვალა. – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებისგან 3 038 ადამიანი გარდაცვლილა.
ამასტან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში, კორონავირუსის ინფიცირებისგან 1 892 პირი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 240 629-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში, კორონავირუსის 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.