ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში, კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში, კორონავირუსის ინფიცირებისგან 1 892 პირი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა  240 629-ს მიაღწია.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით 16 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებისგან 3 038 ადამიანი გარდაცვლილა.

დღეს გამოვლენილი 998 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 786 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 797 პირი.

 

იტვირთბა....