ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით ვაქცინების მიწოდება, სავარაუდოდ, თებერვალში დაიწყება.
მისივე განმარტებით, COVAX-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას Pfizer/BioNTech-თან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 40 მილიონამდე დოზის მიწოდების შესახებ.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2021 წლის პირველ კვარტალში AstraZeneca-ს ვაქცინის 150 მილიონამდე დოზის მიღებას ელოდება.