ISIS – გან მომდინარე ტერორიზმის საფრთხეს, აშშ-სა და საქართველოსთვის, საერთო პრობლემად განიხილავს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ასევე საქართველოსა და რეგიონში მის მეზობლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. “საკმაოდ რთული დროა და საქართველო მდებარეობს რთულ რეგიონში. ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხეა. ეს საჭიროს ხდის თანამშრომლობას როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ასევე საქართველოსა და რეგიონში მის მეზობლებს შორის”, – აღნიშნა ელჩმა.
იან კელის თქმით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამას წარმოადგენს საქართველოსთან სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის სფეროში თანამშრომლობა. “ხორციელდება ინფორმაციის გაცვლა. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველყოფილი იყოს საზღვრებზე კონტროლი. ძალიან კმაყოფილი ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს”, – აღნიშნა იან კელიმ.
იტვირთბა....