“ოპოზიციასთან თხოვნა მაქვს. იქნებ ერთიანად მოუწოდოთ ხელისუფლებას, არ გახსნას ტრანსპორტი, სკოლები, მაღაზიები, ბაზრობები და ა.შ. არ გააუქმოს კომენდანტის საათი-თქო. თქვენს ჯინაზე ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებენ და აქაც იქნებ ასე გავახსნევინოთ ქვეყანა.”
არჩილ გამზარდია – ანალიტიკოსი
ამის შესახებ არჩილ გამზარდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.