მთავარი ციტატა

“კამერები არ ხართ? აბა ვინ ხართ?”- ელისაშვილი ჟურნალისტებს

“გითხარით, რომ დამალულად არავის შევხდებითთქო, კამერების თანდასწრებითთქო და კამერები არ არის? კამერები არ ხართ? აბა ვინ ხართ? „ლაივში“ ხომ არ იქნებოდა ის შეხვედრა?”

ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი

ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ დათანხმდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას, როცა გუშინ მათთან აუდიენციას მედიის თანდასწრებით ითხოვდა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც მმართველი პარტიიდან არჩილ თალაკვაძესა და მამუხა მდინარაძეს შეხვდნენ.

ამასთან, როგორც ელისაშვილმა განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არა დახურულ კარს მიღმა, არამედ მედიის თანდასწრებით შეხვდებოდა.

იტვირთბა....