ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაველოდოთ მოვლენებს”- ელისაშვილის შეხვედრა მმართველ პარტიასთან დასრულდა

პარლამენტში “მოქალაქეების” წევრებისა და მმათველ პარტიას შორის შეხვედრა დასრულდა. ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, თუ „ქართული ოცნება“ 4 მოთხოვნიდან 2- ს, კერძოდ თვითმმართველობის არჩევნევის პლებისციტის სახით გამოყენებას და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებულ მოთხივნას არ გაითვალისწინებს, ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოვლენებს უნდა დაველოდოთ“.

“დაველოდოთ მოვლენებს, თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად გამოყენებას რაც შეეხება, ეს საკითხიც დავსვით, მაგრამ ეს საკითხი სხვებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო და არა მხოლოდ ჩვენთვის. ჩვენ ორი საათის განმავლობაში ვიბრძოდით ყველა პუნქტზე იმ ოთხი პუნქტიდან. ჩვენ ორი დეპუტატი ვართ და ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ, სხვა 54 დეპუტატიცაა და იმათმაც რაღაც გააკეთონ,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც მმართველი პარტიიდან არჩილ თალაკვაძესა და მამუხა მდინარაძეს შეხვდნენ.

 

იტვირთბა....