ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გვჭირდებოდა ვინმე, ვინც შიგნით იყო! – დავრეკე და დახმარება ვთხოვე” – ნიკა გვარამია თეა წულუკიანს მადლობას უხდის

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ულოცავს, მადლობას უხდის და ამის მიზეზსაც ხსნის.

ნიკა გვარამიას თქმით, მაშინ, როცა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა, სარჩელზე სახელმწიფოს დაეხმარა და დროებით ღონისძიების მიღების პროცესი დააჩქარა.

გვჭირდებოდა ვინმე, ვინც შიგნით იყო და დაგვეხმარებოდა. დავრეკე, ვთხოვე, ძალიან ადამიანური საუბარი იყო, ძალიან ნორმალური ადამიანი იყო ხაზზე და ძალიან დაგვეხმარა. ამის გამო თეა წულუკიანს ვეუბნები მადლობას და ვულოცავ, მაგრამ არა იმისთვის მერე რაც მოხდა – განაცხადა ნიკა გვარამია “დღის სტუმრის” ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც სასამართლომ სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.

იტვირთბა....