თბილისის მერი კახა კალაძე “2008 წლის ომის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ქვეყნისთვის არის გამარკვება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, უდიდესი შრომა, პროფესიონალიზი ჩაიდო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ამ გამარჯვების მისაღწევად.
„მეგობრებო, გილოცავთ! დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ. მსგავსი გადაწყვეტილება ოკუპაციის შესახებ, კონკრეტულად რუსეთთან მიმართებით ჯერ არ გვქონია
ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე საქმისთვის. წინ დიდი გზა არის გასავლელი.
უდიდესი შრომა, პროფესიონალიზი ჩაიდო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ამ გამარჯვების მისაღწევად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი ვერდიქტი გამოაქვეყნა საქართველო- რუსეთს შორის მიმდინარე დავაზე 2008 წლის 12 აგვისტოდან და შემდგომ პერიოდში. ანუ მას შემდეგ რაც ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რუსეთმა კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია.
ეს გადაწყვეტილება არის დიდი გარღვევა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირებისთვის, არის მნიშვნელოვანი ბერკეტი დეოკუპაციისთვის.
ორი სიტყვით კი – ყინული დაიძრა! ასეა ,,სიმართლის მთაზე ცოცვა არასდროსაა ამაო“. არც ის დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვებას ზრუნვა უყვარს.
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას გამარჯვების დიდ გზაზე და მადლობა ყველას, ვისაც ამაში საკუთარი წვლილი შეაქვს!“, – განაცხადა კალაძემ.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ევროსასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.
სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.
სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა.
ასევე, სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.