aviabiletebi
მთავარი ციტატა

“პარლამენტში თავს არ დავზოგავთ, იქ არ შევდივართ სასეირნოდ”- ელისაშვილი

“რაც მთავარია, რასაც ხალხს ვპირდებოდით, რომ ხალხის პრობლემების მთქმელები, გამხმოვანებლები ვიქნებოდით, იმას გავაკეთებთ. პატარა კაფეები, რესტორნები, უმუშევრადაა ათიათასობით ადამიანი დარჩენილი, ულუკმაპუროდ და მთავრობამ სუბსიდია ვის მისცა? – დეველოპერებს”. […] ხალხის რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკებთ იქ. ვიჩხუბებთ, ვიბრძოლებთ. იქ არ შევდივართ სასეირნოდ და სასეიროდ. დაინახავს ხალხი ამას. თავს არ დავზოგავთ, რომ ხალხის ხმა ისმოდეს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალეკო ელისაშვილი – პარტია მოქალაქეების” ლიდერი

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

ალეკო ელისაშვიული ამბობს, რომ თუკი პარლამენტში შევა, იქ მის თანაპარტიელ ლევან იოსელიანთან ერთად, არა ორის, არამედ, მეტი დეპუტატის საქმეს გააკეტებენ. 

ცნობისათვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიმართავს „ქართულ ოცნებას“ და მზადყოფნას გამოთქვამს, საჯარო შეხვედრა გაიმართოს. ელისაშვილის განცხადებას უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მასთან შესახვედრად მზადაა. 

იტვირთბა....